მთავარი პროკურორი ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს, იღებს მითითებებს ივანიშვილისგან, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" წარმოამდგენელმა, ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, იმ ამბავში, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სპექტრი იღებს კონკრეტულ მესიჯებს, რომელსაც შემდგომ ერთხმად აჟღერებენ, ყველაზე შემაშფოთებელი არის ის, რომ ამ პროცესში მთავარი პროკურორიც ჩართულია.
„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სპექტრი იღებს კონკრეტულ მესიჯებს, რომელსაც შემდგომ ერთხმად აჟღერებენ. ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ „რუსთავი 2“- ის საქმის უკან იდგა ხელისუფლება, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ამ ინფორმაციაში გახლავთ ის, რომ პოლიტიკურ დაკვეთებს და მესიჯბოქსს პოლიტიკოსებთან ერთად იღებს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. კანონის მიხედვით, პროკურატურა თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და არ უნდა ემორჩილებოდეს რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს, მაგრამ გვაქვს რეალობა, როდესაც მთავარი პროკურორი ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს, იღებს მითითებებს ივანიშვილისგან", აცხადებს ოთარ კახიძე, რომლის თქმითაც, მოთხოვნა ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ძალაშია.
„რუსთავი 2"-ის ცნობით, ელექტრონული წერილების მიხედვით, რომელიც „პოსტსკრიპტუმს" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, ირკვევა, რომ „ქართული ოცნების" წევრებისთვის იგზავნება წერილები, სადაც წინასწარ არის მომზადებული ტექსტი, რაც კამერის წინ უნდა ილაპარაკონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.