ყველაფერი კეთდება, რათა სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული რესურსები იმ მოთხოვნების შესაბამისი იყოს, რაც კერძო სექტორს აქვს, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„რეალურად ჩვენ ჩვენი რესურსი, ჩვენი თანხები, ჩვენი ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ სწორედ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე,“ განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.