გორში ნგრევად შენობებში მცხოვრებმა 29 დევნილმა ოჯახმა ახალი ბინები მიიღო. დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.
ბინების გადაცემის ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაესწრნენ.
მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კორპუსის ეზოში ხეები დარგეს და დევნილ ოჯახებს ბზის ნერგები გადასცეს.
დევნილთა სამინისტროს ცნობით, ხუთსართულიან კორპუსში არსებული ბინები, გორში, ე.წ. ტურბაზის ჩასახლებაში, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, კრიტერიუმების გარეშე გადაეცათ. 29 ოჯახი წლების განმავლობაში ხის კოტეჯებში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა.
კორპუსი დევნილთა სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან გადმოეცა. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 565 358 ლარი შეადგინა. მშენებლობაზე დასაქმებულთა 70%-ს დევნილები შეადგენდნენ.
ამ ეტაპზე, გორში 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2017 წელს დასრულდება და ახალ ბინას კიდევ 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.