საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ცოტა ხნის წინათ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, კანონპროექტში არის რიგი საკამათო საკითხები, თუმცა, ძირითადად ორი ხარვეზი გამოიკვეთა.
„პირველი არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მეორე არის კანოპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარკები, რომელიც ეს კანონპროექტის საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს,“ - განახადა მარგველაშვილმა.
ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 1-ელ მარტს დაამტკიცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.