საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნიკა გილაურის 2008 წლის სახელფასო და საპრემიო მონაცემების შესახებ ინფომაციას აქვეყნებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი, საიდანაც ირკვევა, რომ გილაურის მხოლოდ 2008 წლის საპრემიო შემოსავალმა 71 320 ლარი (ოფიციალური ხელფასის თითქმის ორჯერადი თანხა), ხოლო წლიურმა შემოსავალმა 113 800 ლარი შეადგინა.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ "2008 წლის აგვისტოს თვეში როდესაც საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა – 9 040 ლარი, ხოლო იმავე წლის დეკემბერში კი – 17 700 ლარი მხოლოდ პრემიის სახით გამოიწერა", წერია თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ მოძიებულ ინფორმაციაში.
"იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების შემოსავლების საკითხი თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრმა გადაწყვიტა პერიოდულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია – სხვადასხვა ხელისუფლების დროს საქართველოს მთავრობის წევრებზე გაცემული თანხების თაობაზე.
ამ შემთხვევაში ჩვენი დაკვირვების ობიექტი ფინანსთა სამინისტროა. კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს თვეში როდესაც საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა – 9 040 ლარი, ხოლო იმავე წლის დეკემბერში კი – 17 700 ლარი მხოლოდ პრემიის სახით გამოიწერა.
ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში საკმაოდ მძიმე კრიზისული ვითარება გახლდათ, რაც ომის შედეგებითა და მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური კრიზისით იყო განპირობებული. აქვე ჩნდება კითხვა, რა დამსახურებისათვის მიიღო ნიკა გილაურმა ერთ შემთხვევაში 9 040 ლარის პრემია ომის დროს და მეორე შემთხვევაში 17 700 ლარის პრემია მძიმე ფინანსური კრიზისი დროს?!
უფრო მეტიც, ბატონი გილაურის მხოლოდ 2008 წლის საპრემიო შემოსავალმა 71 320 ლარი (ოფიციალური ხელფასის თითქმის ორჯერადი თანხა), ხოლო წლიურმა შემოსავალმა 113 800 ლარი შეადგინა. უნდა ითქვას ისიც, რომ ბატონი გილაურის 2008 წლის შემოსავალი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფინანსთა მინისტრების შემოსავლებს შორის – რეკორდულია," ნათქვამია თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.