გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი შეხედულების გამოხატვით, ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც ახლა ფიქრობს თუ რა ფორმით და რა შინაარსით უნდა დაიწეროს, გადაიწეროს ფუნდამენტურად საქართველოს კონსტიტუცია
20-03-2017, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში თბილისში ახალგაზრდებს შეხვდა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც განათლების ხელმისაწვდომობას, ქვეყნის ნარკოპოლიტიკას, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის საკითხს, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ვეტოს ინსტრუმენტის სრულყოფას და სხვა საკითხებს შეეხებოდა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვისა და კონსტიტუციის საკითხებისადმი დისკუსიის გახსნისაკენ მოუწოდა.

 


„ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი საზოგადოება. როდესაც ჩვენ ვამბობთ როგორ საზოგადოებაში უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ თითოეულ მოქალაქეს, ვაღიარებთ თითოეული მოქალაქის უფლებას ჰქონდეს თავისი აზრი. და რატომ ვაღიარებთ თითოეული მოქალაქის უფლებას ჰქონდეს თავისი აზრი? იმიტომ რომ თავისუფლება არამარტო საკუთარი თავისთვის რაღაც უფლების მინიჭებას ნიშნავს, არამედ თავისუფლება სხვის თავისუფლების აღიარებასაც ნიშნავს...

 


ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი დისკურსი, რომელშიც ჩვენი აზრები გარკვეულ შეთანხმებაში მოვა ერთმანეთთან. აი ეს არის კონსტიტუციური პროცესი, რომელშიც ჩართული უნდა იყოს საზოგადოება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩვენთაგანი გამართულ ფრაზას ჩაწერს კონსტიტუციაში. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს უფლება ხმა მიაწვდინოს გადაწყვეტილების მიმღებლებს იმ იმედების, იმ შეხედულებების თაობაზე, რომლებიც ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს როგორც საზოგადოებას.

 


კონსტიტუციაზე შეკვეთის მიცემა მდგომარეობს სულისკვეთების გამოხატვაში. კონსტიტუციის სულისკვეთება, რომელიც ნიშნავს რაღაცა უფრო მეტს, ვიდრე კონკრეტულ სიტყვებს, კონკრეტულ ფრაზებს კონსიტუტციაში.

 


მიმაჩნია, რომ როდესაც კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა მიმდინარეობს, ამ ქვეყნის ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს იმის გათვალისწინებით, რომ მათი აზრი სავალდებულოდ გათვალისწინებული არ იქნება. მაგრამ მათი აზრი იქნება მიღებული, მოსმენილი და შესაძლოა სხვათა აზრთან ჭიდილში რაღაცა თანხმობამდე მივიდეთ. ეს არის კონსტიტუციონალიზმის დისკურსი, ეს არის თავისუფლების განხორციელება, როგორც მოქალაქეთა თავისუფლების განხორციელება.

 


აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ჩვენი შეხედულების გამოხატვით, ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც ახლა ფიქრობს თუ რა ფორმით და რა შინაარსით უნდა დაიწეროს, გადაიწეროს ფუნდამენტურად საქართველოს კონსტიტუცია.

 


იმიტომ რომ როდესაც ისინი ამა თუ იმ პოსტულატს ქმნიან, მათი შინაარსი, მათი აზროვნების შინაარსი უნდა იყოს მიმართული ჩვენი შეკვეთის მიმართ. ისინი უნდა ფიქრობდნენ, აი ამ საკითხთან დაკავშირებით რას გვიკვეთავს ქართული საოზგადოება, რას გვიკვეთავს ქართველი ხალხი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

 

კომენტარები: 15
#15   Hermine
      
References:


Australian online casino payid pokies https://lovebookmark.win
25 სექტემბერი 2026 21:28
#14   Gale
      
References:


Online casino sofortüberweisung bbs.airav.cc
24 სექტემბერი 2026 07:49
#13   Winfred
      
References:


Online spielothek mit sofort https://lslv168.com/home.php?mod=space&uid=2900802
24 სექტემბერი 2026 03:55
#12   Latoya
      
References:


Casino mit klarna sofortüberweisung 9youro.com
24 სექტემბერი 2026 03:11
#11   Stormy
      
References:


Sofort Banking Casino Deutsche Casinos mit Sofortüberweisung
24 სექტემბერი 2026 03:03
#10   Dora
      
References:


Sofort Casino Gebühren http://www.qianqi.cloud/home.php?mod=space&uid=1631443
23 სექტემბერი 2026 09:47
#9   Art
      
References:


Seriöse sofort casinos http://pandora6666.com/
23 სექტემბერი 2026 09:03
#8   Harrison
      
References:


Online casino mit sofortüberweisung auszahlung top sofort casinos
22 სექტემბერი 2026 15:07
#7   Lilian
      
References:


Online casino mit sofortüberweisung auszahlung https://hedgedoc.envs.net
22 სექტემბერი 2026 12:46
#6   Bob
      
References:


Online casinos mit sofort https://numberfields.asu.edu
22 სექტემბერი 2026 10:32
#5   Joshua
      
References:


Legiano Casino No Deposit Bonus https://truthtube.video/
27 ივნისი 2026 06:59
#4   Carina
      
References:


Legiano Casino Sicherheit https://black-thomas-4.technetbloggers.de/
26 ივნისი 2026 20:03
#3   Pearlene
      
References:


Online casino u s a https://vistooapp.com/
26 ივნისი 2026 06:10
#2   Jolene
      
References:


777 meaning https://drarchina.com/
25 ივნისი 2026 07:21
#1   Karine
      
References:


Spin palace mobile https://bridgedesign.space
11 ივნისი 2026 14:35
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი