ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების, ქვემო ენთელის, ზემო ენთელის, ფხეროსა და შოყის მოსახლეობას შეხვდა.
ამის შესახებ Guardian.ge-ს ადიგენის გამგეობიდან აცნობეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს ბოლო დროს განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
ადიგენის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ მოსახლეობას მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტით და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
„მოსახლეობა განვითარებული პროცესებით კმაყოფილია. შეხვედრისას აღნიშნული სოფლების მკვიდრებმა მადლიერება გამოთქვეს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ", აცხადებენ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.