დღეს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების თანასწორი, სრულფასოვანი და ღირსეული წევრები არიან. მათ აქვთ პოტენციალი და შეუძლიათ საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ, ყველას ერთად - როგორც ამ საზოგადოების წევრებს, გვაქვს საპატიო მისია ხელი შევუწყოთ ერთმანეთს და უზრუნველვყოთ დაუნის სინდრომით მცხოვრები პირების თანასწორი ჩართულობა და მონაწილეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები და განსაკუთრებით, პოლიტიკოსები, გარანტია უნდა ვიყოთ იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შევუქმნათ თანაბარი შესაძლებლობები, რათა მათ შეძლონ ისარგებლონ ყველა იმ საზოგადოებრივი სიკეთით, რასაც სახელმწიფო ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ ოჯახებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - უნდა უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და არ უნდა დავუშვათ, არც ერთი სახით, სტერეოტიპული მიდგომა და დისკრიმინაცია ნებისმიერ დონეზე. ჩვენ თანასწორნი ვართ!
ჩვენ, პოლიტიკოსები, თქვენი მეგობრები ვართ. ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით, კიდევ ერთხელ, ხმამაღლა ვიტყვი, რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!", აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.