ირაკლი კობახიძე საქართველოს მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
„ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც იზიარებს ამ დღესასწაულის სიხარულს, ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს.
ნოვრუზ ბაირამი, ათასწლეულებია, დღისა და ღამის გათანასწორების, გაზაფხულის, განახლების და ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლოდ მიიჩნევა. მრავალი საუკუნეა, ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება საქართველოშიც, სადაც ის საერთო სახალხო დღესასწაულადაა გამოცხადებული.
ჩვენი საერთო სამშობლო მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქვეყანაა, ამიტომ, ნოვრუზ ბაირამი მხოლოდ ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ეროვნული დღესასწაული არ არის. ჩვენ, ქართველი ხალხი, თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ დღესასწაულს.
გისურვებთ, რომ ნოვრუზ ბაირამი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის ბედნიერების, მშვიდობის და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს!', ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.