პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.
გიორგი მარგველაშვილის ინიციატივებს კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცნობს.
დოლიძის განცხადებით, ფარული მოსმენა-მიყურადების კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ყურადღება ორ მნიშვნელოვან საკითხზეა გამახვილებული, თუმცა კანონში რამდენიმე საკამათო საკითხია.
„სააგენტო იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი სუს-ისგან და ამისთვის კარგი იქნება, თუ ის იქნება ვერტიკალურად დაქვემდებარებული პრემიერ მინისტრს. მეორე საკითხია ეს არის ის, რომ სახელმწიფომ სამართლიანად უნდა აუნაზღაუროს ის ხარჯები, რომელსაც კომპანიები გასწევენ. ჩვენი ამბიცია უნდა ყოფილიყო, რომ შეგვექმნა ისეთი სისტემა, რომელიც ერთის მხრივ წაადგებოდა კანონიერად ჩვენს უსაფრთხოების მიზნებს, მაგრამ მეორეს მხრივ ყველა მოქალაქეს შეუქმნიდა წარმოდგენას, რომ მის პირად ცხოვრებაში არავინ არ ჩაერევა თუ ის არაფერს არ დააშავებს. სამწუხაროდ, ეს თვისობრივად ახალი სისტემა ჩვენ ვერ შევქმენით,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო გუშინ დაადო. ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 1-ელ მარტს დაამტკიცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.