ანა დოლიძე ე.წ. მოსმენების კანონზე: სამწუხაროდ, თვისობრივად ახალი სისტემა ვერ შევქმენით
21-03-2017, 03:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამწუხაროდ, თვისობრივად ახალი სისტემა ვერ შევქმენით, აღნიშნული განცხადება ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააკეთა.

 

 

დოლიძე დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს.

 


დოლიძის განცხადებით, ფარული მოსმენა-მიყურადების კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ყურადღება ორ მნიშვნელოვან საკითხზეა გამახვილებული, თუმცა კანონში რამდენიმე საკამათო საკითხია. „სააგენტო იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი სუს-ისგან და ამისთვის კარგი იქნება, თუ ის იქნება ვერტიკალურად დაქვემდებარებული პრემიერ მინისტრს. მეორე საკითხია ეს არის ის, რომ სახელმწიფომ სამართლიანად უნდა აუნაზღაუროს ის ხარჯები, რომელსაც კომპანიები გასწევენ. ჩვენი ამბიცია უნდა ყოფილიყო, რომ შეგვექმნა ისეთი სისტემა, რომელიც ერთის მხრივ წაადგებოდა კანონიერად ჩვენს უსაფრთხოების მიზნებს, მაგრამ მეორეს მხრივ ყველა მოქალაქეს შეუქმნიდა წარმოდგენას, რომ მის პირად ცხოვრებაში არავინ არ ჩაერევა თუ ის არაფერს არ დააშავებს. სამწუხაროდ, ეს თვისობრივად ახალი სისტემა ჩვენ ვერ შევქმენით,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი