საქართველოს პრემიერ მინისტრი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
„გილოცავთ სიცოცხლის, სიხარულის, განახლების დღესასწაულს! ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ ოლსუნ! ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთ ოჯახად ვაშენებდით ძლიერ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს - საქართველოს და გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს ჭირსა და ლხინში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი თაობები კიდევ უფრო ხელიხელჩაკიდებულები ააშენებენ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. მე ძალიან მიხარია, რომ გვყავს ასეთი სიმდიდრე - ჩვენი აზერბაიჯანელი ეროვნების თანამოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მე ასევე მიხარია, რომ თქვენ ინარჩუნებთ მჭიდრო კავშირს აზერბაიჯანთან, ჩვენს მეგობარ, მოძმე ქვეყანასთან. ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ, ერთმანეთის გვერდით დგომით ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილთაშვილები უკეთესად იცხოვრებენ,“ განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.