გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელ მოსახლეობას: მინდა მადლობა გითხრათ იმ თავდადებისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენ ერთიან სამშობლოს
21-03-2017, 07:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში ადგილობრივ, აზერბაიჯენელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

 

 

პრეზიდენტმა მარნეულის ცენტრში ქვემო ქართლის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სადღესასწაულო ღონისძიებებში, ტრადიციული ტკბილეული დააგემოვნა და კოცონი დაანთო.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში მხარის გუბერნატორთან და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორთან ერთად, თანამედროვე სტანდარტების მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკა გახსნა და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

 


მარგველაშვილმა ბიბლიოთეკას საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია და ოქტაი ქაზუმოვის მიერ თარგმნილი ქართველი კლასიკოსების პოეზიით გაფორმებული კალენდარი გადასცა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფორნდის დაფინანსებით გამოიცა.

 


გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას წარმატებული საქმიანობა უსაურვა.

 


ძალიან მიხარია ყოველ წელს აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და ნოვრუზ ბაირამის- გაზაფხულის შემოსვლის, ახლის დაბადების, ახლის დაწყების თქვენთან ერთად ზეიმი.

 


გილოცავთ და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას. ყოველ წელს მიხარია, როდესაც ჩამოვდივარ აქ და ვხედავ როგორ განახლებულია მარნეული და თქვენ თქვენი შრომით, თქვენი ღვაწლით კიდევ უფრო ლამაზს ხდით თქვენს ქალაქს.

 


მინდა მადლობა გითხრათ იმ მუშაობისთვის და იმ თავდადებისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენ ერთიან სამშობლოს.

 


მინდა მადლობა გითხრათ იმ ჩართულობისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენს საზოგადოებას.

 


აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ქართული, ერთიანი სახელმწიფოსი და ერთიანი სივრცის.

 


სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ბაქოდან, სადაც ვხვდებოდი ჩვენს მოძმე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს და ერთად ვსაუბრობდით როგორ გავაძლიეროთ აზერბაიჯანი და საქართველო, რათა აზერბაიჯანმა და საქართველომ მისცეს კიდევ უფრო დიდი შანსები ჩვენს რეგიონს, უზრუნველყოს მშვიდობა და განვითარება ჩვენი რეგიონის.

 


გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ გამარჯვებას, წარმატებას და კიდევ მეტ აღმშენებლობას, კიდევ მეტ დამშვენებას თქვენი მშვენიერი მარნეულის, რაიონის და ქალაქის. გაიხარეთ და გილოცავთ'', განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი