საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს და ვიცესპიკერებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეებს საქართველოს მხარდაჭერისათვის იმ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა სტუმრებს სოფელ ნადარბაზევსა და ხურვალეთში ადმინისტრაციულ ხაზთან ვიზიტისათვის, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნენ.
ასევე მიმოხილული იყო უსაფრთხოების გარემო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ის ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გადადგა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და იმ კონკრეტულ პროექტებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ #NB8 ფორმატის წლევანდელი შეხვედრა ტარდება თბილისში. თავისთავად ეს ფორმატი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჯგუფი საქართველოს ერთერთი მხარდამჭერი ჯგუფია.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შემდგომ პერსპექტივებს და იმ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენ ერთად უნდა გადავდგათ პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.