საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში, ასევე ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან მართავს.
საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტისას მიხეილ ჯანელიძე სენატორ ტომ კოტონს (რესპუბლიკელი, არკანზასის შტატი) შეხვდა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას.
აღინიშნა, საქართველო როგორც რეგიონში დემოკრატიის წარმატებული მოდელი. შეხვედრაზე სენატორს ინფორმაცია მიეწოდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული პროცესების თაობაზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები, მათ შორის რეგიონების მილიტარიზაცია, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი. სენატორმა კიდევ ერთხელ გამოხათა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
2017 წლის 20-21 მარტს მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან ანალიტიკურ და კვლევით ცენტრებში. მათ შორის შეხვდა მარშალის ფონდის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს დერეკ კოლეტს, აშშ-სს საერთაშორისო სწავლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის პრეზიდენტს ჯონ ჰამრს, ამერიკის ახალი უსაფრთხოების ცენტრის დამფუძნებელს მიჩელ ფლორნოის და პრეზიდენტს რიჩარ ფონტანს.
მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტს სტრობ ტალბოტს, ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს სტეფენ ჰედლის.
შევედრებზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, ტრანსალტალნტიკური უსაფრთხოების გარემოს, აშშ-საქართველოს თანამშრომლობას და იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა იძლევა, რეგიონში საქართველოს როლის კიდევ უფრო გასაზრდელად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.