„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას შემაშფოთებელი უწოდა.
მელიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების კამპანიას ახორციელებს.
„გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში ახალგაზრდა ბიჭს ნოდარ ნიშნიანიძეს საკუთარ სახლში ჩაუდეს იარაღი, დედისა და მეუღლის თვალწინ და სპეცრაზმი კარებს უმტვრევდა. ასევე გვახსოვს ძმები ფეიქრიშვილები, რომლებსაც იარაღი ჩაუდეს. დღეს, როდესაც პრეზიდენტის ოჯახის წევრები საუბრობენ იარაღის და ნარკოტიკის მოსალოდნელ ჩადებაზე, მაშინ როდესაც პრეზიდენტის ოჯახის წევრის მეგობარი დაკავებულია დანაშაულებრივად, ბუნებრივია, ეს საგანგაშოა და ყველა, განურჩევლად კუთვნილებისა, რომელი პარტიის დეპუტატიც არ უნდა იყოს, უნდა იღებდეს ხმას. რატომ ვართ ამ პარლამენტში, რას აკეთებს „ქართული ოცნების“ დეპუტაცია თუ ამ საკითხზე ხმას არ ამოიღებს. როდესაც პრეზიდენტის ოჯახი გამოდის და კონკრეტული ფაქტებით საუბრობს, მე ვფიქრობ, ეს საგანგაშოა", განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა: „გამოძიების იმედი არ მაქვს. ქართული საზოგადოების მჯერა და მათი აზრის კონსოლიდაცია თუ შეაჩერებს ივანიშვილის დანაშაულებრივ პოლიციას, რომელმაც წამოიწყო კამპანია ნარკოტიკის და იარაღის ჩადების".
ანა მარგველაშვილმა გადაცემაში „არჩევანი" მისი მეგობრის, მიხეილ თათარაშვილის დიდი ოდენობით "სუბუტექსის" აღმოჩენის ბრალდებით დაკავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეიქრიშვილს ნარკოტიკი არ ჰქონია.
„ამ ბოლო დროს ძალიან გამოკვეთილია ის ფაქტი, რომ განსხვავებული აზრის მქონე ხალხის შვილები, ახლობლები და ნათესავები იდევნებიან ჩვენს რეალობაში", განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.