„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სუბლიმირებული ხილის საწარმო „გემუანი“ გაიხსნა
22-03-2017, 04:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

851 024 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, - სუბლიმირებული ხილის საწარმოს - „გემუანი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 


საწარმოში, რომელიც წლიურად 22 ტონა სხვადასხვა სახეობის სუბლიმირებული ხილის წარმოებას უზრუნველყოფს, 30 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე - საექსპორტო ბაზრებზე. საწარმოს პროდუქციას 150-ზე მეტი მცირე და საშუალო ფერმერი აწვდის.

 


კომპანია, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელებული „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 851 024 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 484 512 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

 


კომპანია, უახლოეს მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტის - ISO:22000-ს აღებას გეგმავს.

 


დღემდე, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში გაიხსნა 20 ახალი და გაფართოვდა 36 საწარმო, რომელთა სრული ინვესტიციის მოცულობა 25 მილიონ აშშ დოლარამდეა", აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი