მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის 20 მილიონი ლარიდან, 10 მილიონი ლარი მაღალმთიან დასახლებებში მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად გამოყოფა, დანარჩენი თანხით კი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მთის განვითარების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა.
პირველი ვიცე პრემიერის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით 1102 პროექტი და 1713 ბენეფიციარი დააფინანსა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა რეგიონების განვითარების ფონდიდან 2016 წელს დაფინანსებულ პროექტებზე. კერძოდ, გასულ წელს 20 მუნიციპალიტეტში 33 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
მთის განვითარების საბჭოს სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, აგრეთვე სხვა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, მხარეების გუბერნატორები, საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.