ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ.
საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დროს, პატრიარქმა და ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ, ინარა მურნიეცემ ერთმანეთს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
„თქვენო უწმინდესობავ, დიდი პატივია ჩემთვის, რომ თქვენთან ვიმყოფებით. მახსოვს, ჩვენი პირველი შეხვედრა იმიტომ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც საქართველოს გული დევს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიძლიერეს და ბევრ ბედნიერ დღეს და ამავეს ვუსურვებ მთელს საქართველოს. თქვენი როლი საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანია.
საერთოდ, საქართველოს ეკლესიის როლი არის განუზომლად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ის აერთიანებს მთელს ქვეყანას და თან წინ მიუძღვება მომავლისაკენ. როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ოკუპაციის შესახებ, ყველა გისმენს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთში”, განაცხადა შეხვედრაზე ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ, რომელმაც პატრიარქს კითხვით მიმართა, ხომ არ ისურვებდა აზრი გამოეთქვა დღევანდელი საქართველოს მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებით გაყინული კონფლიქტების მოგვარების შესახებ.
„გაყინული კონფლიქტები ძალიან საშიშია. შეიძლება ლოკალური კონფლიქტი დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს და საქართველო არასდროს დაჯერდება იმას, რომ ტერიტორია იყოს წართმეული საქართველოსთვის. მე მქონდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან და მან მითხრა, რომ ვერ ხედავს გამოსავალს. მე ვუთხარი, რომ ჩიხური მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენ უნდა მოვნახოთ კარი, ან ფანჯარა, რითაც გადაწყდება ეს პრობლემა”, განაცხადა ილია მეორემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.