ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება, - მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უკვე მოწყობილია 3 კილომეტრამდე სიგრძის ახალი პლაჟი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ, მალთაყვას 7-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე - მალთაყვის საკურორტო ზონაში ტურიზმის განვითარებას.
„ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო მიმართულება. ჩვენ სერიოზული გეგმები გვაქვს ფოთთან დაკავშირებით. ეს არის ისტორიული ქალაქი, რომლის პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა პრემიერმა.
მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პროექტის ღირებულება 18 500 000 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადამიანი. პროექტი 2018 წელს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.