აშშ-ში მიმდინარე გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კოალიციის წვერი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებს ხვდება.
მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სომალის საგარეო საქმეთა მინისტრთან. აბდუსალამ ომართან.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად იმუშაოს სომალის მხარესთან საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გაზიარების მიმართულებით, განსაკუთრებით სამოქალაქო მომსახურების სფეროში. მინისტრმა ისაუბრა აფრიკის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში აფრიკის თანამეგობრობასთან ურთიერთობამ ინტენსიური ხასიათი შეიძინა.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთობის შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობას. აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და სომალის თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა ოფიციალურ ვიზიტად საქართველოში მოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.