დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტის, COMUS-ის შესახებ დონორთა და ეროვნულ დაინტერესებულ მხარეთა საინფორმაციო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც Guardian.ge-ს დუშეთის გამგეობიდან აცნობეს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დუშეთში ჩატარებული და მიმდინარე აქტივობების შესახებ პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, ბექა ღარიბაშვილმა წარადგინა.

მან დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შერჩეული პრიორიტეტული ქმედებები და სამომავლო ხედვები გააცნო.
მიმდინარე პროცესებისა და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის შესახებ, დუშეთის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმაც ისაუბრეს.

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ აღნიშნა, რომ პროექტ COMUS-ის დასრულების შემდეგ (რომელიც 2017 წლის ბოლოს სრულდება), საპილოტე ქალაქებთან თანამშრომლობა გაგრძელდება, მათთვის შემუშავებული მეთოდოლოგია კი, ქვეყნის დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის მაგალითი გახდება.
შეხვედრას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეროვნული უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტში ,,თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში’’ ( COMUS ) საქართველოდან ორი საპილოტე ქალაქი - დუშეთი და ჭიათურა სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვისა და უკრაინის მცირე და საშუალო ზომის სხვა ისტორიულ ქალაქებთან ერთად, 2015 წლიდან მონაწილეობს. ევროპის საბჭოს მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიით შერჩეული ქალაქები ადგილობრივი თემის ჩართულობით, სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებულ ინოვაციურ სტრატეგიებს ამუშავებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.