ლონდონში მომხდარი თავდასხმებისას, რასაც დიდი ბრიტანეთის პოლიციამ „ტერორისტული ინციდენტი“ უწოდა, მოკლულია 4, ერთ-ერთი მათგანი პოლიციელი, და დაზიანებები აქვს მიღებული 40 ადამიანს, მათ შორის 3 პოლიციელს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თავდამსხმელი თავდაპირველად ცენტრალურ ლონდონში, ავტომანქანით ვესტმინისტერის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს დაეტაკა, შემდეგ პარლამენტის შენობასთან უიარაღო პოლიციის ოფიცერი, 48 წლის ქეით პალმერი დანით სასიკვდილოდ დაჭრა, სანამ პოლიცია მის ადგილზე ლიკვიდაციას მოახდენდა.
BBC-ის ცნობით, თემთა პალატის ლიდერმა, დევიდ ლიდინგტონმა პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ „თავდამსხმელი შეიარაღებული პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული".
პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი-ოთხი გასროლის ხმა გაიგეს. დაუნინგ სტრიტის წყაროს განცხადებით, პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი „კარგად" არის.
ტერეზა მეი ინციდენტის დროს ვერცხლისფერ „იაგუარში" ჩასვეს.
პარლამენტის თანამშრომლებს გამოუცხადეს, რომ შენობაში დარჩნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.