ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.
შს სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს შს სამინისტროს წვლილი ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის წარმატებით დასრულების პროცესში, ვინაიდან სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების დიდი ნაწილი სწორედ ამ უწყებაზე მოდიოდა.
საქართველოს შს მინისტრმა, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა შეაფასა და ხაზი გაუსვა ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას თავისუფალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ პერიოდშიც.
გიორგი მღებრიშვილმა დიმიტრის ავრამოპულოსს შს სამინისტროში განხორციელებული საკანონმდებლო, სტრუქტურული და ფუნქციონალური რეფორმები გააცნო და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს შსს-ს კიდევ უფრო ეფექტიან და საზოგადოებაზე ორიენტირებულ უწყებად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე არალეგალურ მიგრაციასთან, ტრეფიკინგთან და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე, სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, შსს-ს მიერ მიღწეული პროგრესი შეაფასეს.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, საქართველოს შს სამინისტროს ევროკავშირის 16 ქვეყანასთან უკვე აქვს გაფორმებული შეთანხმება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ და 13 პარტნიორ ქვეყანაში წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები, რამაც უკვე მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. უახლოეს მომავალში, ასევე, ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რის შემდეგაც საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება.
შს მინისტრმა ევროკომისარს საქართველოს შს სამინისტროში ამჟამად მიმდინარე რეფორმები, უწყების სამომავლო პრიორიტეტები გააცნო და ამ რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხრიდან სამომავლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გიორგი მღებრიშვილმა დიმიტრის ავრამოპულოსს მჭიდრო თანამშრომლობისთვის, საქართველოს ევროინტეგრაციის და ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვისა და ამ კუთხით შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.