ირაკლი კორძაიას ღარიბაშვილის, ჯანყარაშვილის, ზედელაშვილისა და თამაზაშვილისაგან არაფერი არ უკვირს
29-03-2015, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას განცხადებით, მთავრობის დისკრედიტაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები ახდენენ. ასე გამოეხმაურა ირაკლი კორძაია "იმედის კვირის" ეთერში მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებას.

 


"მე ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევ მთავრობის დისკრედიტაციაში და ზოგადად გამარჯვების იდეის დისკრედიტაციაში ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს. ისინი კონკურენციას უბრალოდ არ ექვემდებარებიან. მათ მოახდინეს ყველაფრის დისკრედიტაცია, რისი დისკრედიტაციაც შეიძლება მოეხდინათ ამ 2 წლის განმავლობაში.

 


ჩემი დაკვირვებით, არის გარკვეული მცდელობა ხელის გაშვერის შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობისკენ, თითქოს მათ 5 თვე ჰქონდათ იმისათვის, რომ გაერკვიათ ეს საკითხები. ეს ადამიანები, კერძოდ, მინისტრი ვახტანგ გომელაური ალაგებს იმას, რაც წელიწადნახევრის და 2 წლის განმავლობაში ჯანყარაშვილმა და ზედელაშვილმა გააფუჭეს", - განაცხადა კორძაიამ.

 


რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებას, კორძაიამ აღნიშნა, რომ ასეთი პასუხი ღარიბაშვილისგან არ უკვირს. "არ მიკვირს ასეთი პასუხი ირაკლი ღარიბაშვილისგან. ღარიბაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ ჯანყარაშვილს, ჯანყარაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ ზედელაშვილს, ზედელაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ თამაზაშვილს. მე არ მიკვირს ეს მათგან, იმიტომ, რომ მათ არ ეძვირფასებათ ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ 2012 წელს მივაღწიეთ. მათ არ განუცდიათ ის ტკივილი, მათზე არ ყოფილა ფიზიკური ზეწოლა, ისინი არ ყოფილან მიტინგებზე ნაცემი, ისინი არ ყოფილან სახლებიდან გატაცებული, არ ყოფილან უკანონო პატიმრობაში. ერთი შემთხვევა იყო, ბატონი თამაზაშვილი 9 თვე იჯდა ციხეში და გახადეს მისგან მაჰათმა განდი", - განაცხადა კორძაიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი