საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლონდონში მომხდარ ტერორისტულ ინციდენტს ეხმაურება.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და გულწრფელად თანავუგრძნობ ბრიტანელ ხალხს და ჩვენს ბრიტანელ კოლეგებს დღეს, ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო, რომელიც ტერორისტულ აქტად არის შეფასებული. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის თავდასხმა არამხოლოდ ბრიტანელ ხალხზე, არამედ მთელ თავისუფალ, ცივილიზებულ სამყაროზე. მომხდარი კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვანახებს ტერორიზმთან ბრძოლისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში ერთობლივი ძალისხმევის მობილიზების და თანამშრომლობის მნიშვნელობას. ქართველი ხალხის და საქართველოს პარლამენტის სახელით, ბრიტანელ ხალხს ვუცხადებ თანადგომას ამ მძიმე წუთებში", აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის წერილში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.