გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან ერთად ათენსა და ბრიუსელში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების აღსანიშნავად გაემგზავრება
23-03-2017, 01:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

28 მარტს სტუდენტებთან ერთად მივემგზავრები ჯერ ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღვნიშნოთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება - ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეეხო. მისი თქმით, ასევე დაგეგმილია სამდღიანი საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით.

 


„რამდენიმე დღეში, ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩაირთვება. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის მხრიდან ყველა საკანონმდებლო პროცედურა უკვე დასრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამი დღის განმავლობაში გვექნება სპეციალური ღონისძიებები - 26, 27 და 28 მარტს. ამ მოვლენას საგანგებოდ დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს ქვეყნა,“ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი