გიორგი კვირიკაშვილი: რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის საგზაო მონაკვეთის 42 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობის პროექტირება იწყება
23-03-2017, 01:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის 42 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობის პროექტირება იწყება, რომელიც 90-მდე ხიდსა და 40-მდე გვირაბს მოიცავს, - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების ყველაზე მოცულობითი კომპონენტის სივრცითი მოწყობის ფარგლებში განხორციელდება.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

 


პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 800 მილიონ დოლარს შეადგენს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

 


„ეს არის, როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზა, ასევე, მას აქვს სატრანზიტო ფუნქცია ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის. ეს ჩვენი სივრცითი განვითარების გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია და მიხარია, რომ ამ პროექტებში წინ კარგი სიჩქარით მივიწევთ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი