საქართველოს პრემიერ მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებისთვის მადლობას უხდის, - გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე C ჰეპატიტის მართვის თანამედროვე ცენტრის შესახებ ისაუბრა, რომელიც ზუგდიდში გუშინ გაიხსნა.
პრემიერის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ გამოკვლევების შედეგებით, სამეგრელოს რეგიონში ვირუსის გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„ეს იქნება უნიკალური ცენტრი იმ თვალსაზრისით, რომ აქ იქნება, როგორც სკრინინგის, ასევე დიაგნოსტიკის, შემდგომ ექიმის მომსახურებისა და მედიკამენტების გაცემის კომბინირებული სერვისები. ეს არის ძალიან წარმატებული პროგრამა, რომელიც აშშ-ის მთავრობის დახმარებით ხორციელდება. ცენტრში, C ჰეპატიტის პროგრამით სარგებლობას, ნეიტრალური პასპორტის მფლობელი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ“, - განაცხადა პრემიერმა.
C ჰეპატიტის პროგრამით, უკვე 35 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, რომელთაგან 25 ათასმა მკურნალობა დაასრულა და განკურნების მაჩვენებელი 98%-ია.
„ეს არის თითქმის 25 ათასი გადარჩენილი სიცოცხლე, რომელიც ამ პროგრამის გარეშე განწირული იყო ლეტალური შედეგისთვის. პროგრამა გრძელდება და ასეთი ცენტრები სხვა რეგიონებშიც გაიხსნება“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.