ომალოში კვირაში ერთხელ ვერტმფრენი იფრენს - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სახმელეთო გზის ამოქმედებამდე, ომალოში მცხოვრები მოსახლეობა და მესაზღვრეები დანარჩენ საქართველოსთან კავშირის დამყარებას შეძლებენ სასაზღვრო ვერტმფრენის მეშვეობით, რომელიც კვირაში ერთ რეისს განახორციელებს.
„რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ მესაზღვრის დღე. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენს მესაზღვრეებს ეს დღესასწაული. მესაზღვრეები არიან ადამიანები, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე საპატიო პროფესიას ემსახურებიან - საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვას.
მათ ძალიან რთულ პირობებში უწევთ სამსახური. მე გახლდით ომალოს სასაზღვრო პუნქტზე, სადაც მივულოცე მესაზღვრეებს პროფესიული დღე. მინდა, დავავალო შსს-ს, რომ სანამ გზა გაიხსნება, ანუ თოვლის დადნობამდე და სახმელეთო გზის სრულად ამოქმედებამდე, კვირაში ერთი ფრენა განახორციელონ სასაზღვრო ვერტმფრენით იმისთვის, რომ არა მარტო მესაზღვრეებმა, არამედ იქ დარჩენილმა ადამიანებმა იგრძნონ კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. ეს არის ძალიან რთული რეგიონი. აქვე ვიტყვი, რომ მესაზღვრეებს ნამდვილად არ აკლიათ ყურადღება, არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ არის რაღაც კუთხით შენიშვნა. იქ საკმაოდ კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა, თუმცა, დამატებით საჭიროა კავშირის განხორციელება ვერტმფრენით.
ფინანსთა სამინისტროს მინდა დავავალო, რომ მოიძიოს ამისთვის სახსრები, ეს შესაძლებელია. ასევე მინდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავავალო, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს და იმ რეგიონის მაცხოვრებლებს, რომელთაც ზამთარში აქვთ სხვადასხვა საჭიროებები, ვერტმფრენის მეშვეობით ამ კუთხითაც დავეხმაროთ. კვირაში ერთი ფრენა ომალოში აუცილებელი წესით უნდა განხორციელდეს. ეს იქნება სასაზღვრო ვერტმფრენი, რომელიც მოემსახურება, როგორც მესაზღვრეებს, ასევე იქ მცხოვრებ ადამიანებს", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.