შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუშაობს საკითხზე, რომელიც საბაჟო სისტემაში სპეციალურ ცვლილებებს ითვალისწინებს.
„დღეს, როდესაც ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება. ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას საბაჟო-გამსვლელ პუნქტებზე და როდესაც ადამიანი გაემგზავრება ევროპის მიმართულებით, უვიზო მიმოსვლის პროცედურებით გათვალისწინებული სამი თვის გასვლის შემდეგ, ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი და მოხდება იუსტიციისა და შს სამინისტროების ინფორმირება, რომ ესა თუ ის პიროვნება განსაზღვრულ ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში. ჩვენ ცირკულარით გავაგზავნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციას და ჩვენი მხრიდან პროაქტიურად დავიწყებთ ამ ადამიანის მოძიებას, იმისათვის რომ მოხდეს რეადმისიის პროცედურის დაწყება. რა თქმა უნდა, ამ ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო შემდგომში თავად დამრღვევ პიროვნებას დაეკისრება ეს ხარჯი,“ - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ვიზა-ლიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება, რასაც გაფრთხილება სჭირდება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია იქეთკენ, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი.
„მინდა, ჩვენმა ყველა მოქალაქემ იცოდეს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიღწევა, ასევე მნიშვნელოვანია, ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნებთან. კიდევ ერთხელ განვმარტავ: 90 დღის გასვლის შემდეგ აინთება წითელი სიგნალი ჩვენს საბაჟო სისტემაში და დავიწყებთ ინფორმაციის გაგზავნას ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში დამრღვევი პირების შესახებ. თვითონ ამ ქვეყნების შიდა პროცედურებით დაიწყება პიროვნებების მოძიება და მათი რეადმისიის პროცედურა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა თავშესაფრის მოთხოვნა ძალიან ბანალური მიზეზებით იყოს ნაკლებად შესაძლებელი. იმ სამ თვეში, რა პერიოდიც გვაქვს, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პირველი დღიდან, ჩვენ ამ პროცედურების შიდა სისტემურ მომზადებას დავასრულებთ და მინდა, რომ ყველა მოქალაქემ, რომელიც ევროკავშირის მიმართულებით უვიზოდ გაემგზავრება, წინასწარ იცოდეს ეს,“ - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.