საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრი მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში ვიზიტისას კონგრესმენ ელიოტ ეინგელს შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს მხარდაჭერისთვის. საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა და კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით კავშირების ინტენსიფიკაცია.
შეხვედრაზე კონგრესმენმა ქართულ მხარეს აღუთქვა მომავალშიც აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს, როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.