მიხეილ ჯანელიძე ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
23-03-2017, 04:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაშინგტონში მიმდინარე გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგა მინისტრებთან ორმხირივი შეხვედრები გამართა.

 

 

მიხეილ ჯანელიძე ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯული ბიშოპს შეხვდა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ავსტრალიას იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც ქვეყანა ასრულება სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის.

 

 

მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას.

 

 

ავსტრალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა და გამოთქვა შეშფოთება ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილი ე. წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით.

 

 

ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ. ხაზი გაუსვა ქვეყნის, როგორც ევროპისა და აღმოსავლეთ რეგიონის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქციების მნიშვნელობას.

 

 

მინისტრებმა აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა ვიზიტად საქართველოში მიიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი