„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი თინათინ ბოკუჩავა ხელისუფლების წარმომადგენლებს პრეზიდენტის ინსტიტუტის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
ბოკუჩავა ფიქრობს, რომ ამის მიზეზი „პრეზიდენტ მარგველაშვილის ბიძინა ივანიშვილისადმი მორჩილების ხარისხია".
,,პრეზიდენტის შეურაცხყოფა ჩვეულ პრაქტიკად იქცა. სამწუხაროა, რომ ისინი საკუთარ პირად კინკლაობას ძალინ ბევრ, მნიშვნელოვან საკითხს წირავენ. უმნიშვნელოვანესია შეიკრიბოს უშიშროების საბჭოს სხდომა და ჩვენი ქვეყნის წარმომადგნლები იქ მივიდნენ. რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები უკმაყოფილო არიან ბიძინა ივანიშვილისადმი პრეზიდენტ მარგველაშვილის მორჩილების ხარისხით, ამიტომ უგულებელყოფენ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მის როლს და იმ კონსტიტუციური უფლებების დაცვას, რაც მათ უნდა განახორციელონ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.