წელს მდინარე ტეხურის ნაპირებზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ჯომარდობის ფედერაციის თავმჯდომარის დავით ქაცარავას ერთობლივი ძალისხმევით, დასავლეთ საქართველოში ჯომარდობის პირველი ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ guardian.ge -სთან საუბრისას განაცხადა.
„ეს ადგილები [მდინარე ტეხურის ნაპირები] მიბმულია გოჭკადილის კანიონზე. კი, მართალია, კანიონში მდინარე აბაშა მოედინება, მაგრამ სულ რაღაც 2 კილომეტრში მდინარე ტეხურის ის მონაკვეთია, სადაც სწორედ ჯომარდობის ცენტრის გახსნაა დაგეგმილი“, აცხადებს გამგებელი და დასძენს, რომ წელს აქვე იგეგმება ორი დიდი ტურნირის ჩატარებაც.
„ამის სურვილი თავად სპეციალისტებმა იქედან გამომდინარე გამოთქვეს, რომ მდინარე ტეხური ჯომარდობისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ამის დასტურია ისიც, რომ თქვენ ხშირად ნახავთ ავტომანქანებს უცხოური სანომრე ნიშნებით, რომელთა საბარგულებზეც გასაბერი ნავებია მიმაგრებული. ეს ყველაფერი სამომავლოდ გოჭკადილის კანიონის პოპულარიზაციასაც ხელს შეუწყობს,“ ამბობს guardian.ge -სთან საუბრისას ალექსანდრე გრიგალავა.
მისივე ინფორმაციით, უკვე გამოცხადებულია კანიონის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად 3 000 000 ლარის ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება მოაწესრიგოს მიმდებარე ტერიტორია; აშენდება კვების ობიექტები და კეთილმოეწყობა ინფრასტრუქტურა.
„აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის განხორციელება და ტურიზმის მიმართულების განვითარება ადგილობრივ ბიუჯეტსაც დამატებით შემოსავლებს მოუტანს,“ აცხადებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.