ხონს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის პროექტების შემფასებელი კარელ ვრანა ეწვია.
როგორც Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, კარელ ვრანა ხონის მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა და პროექტის "სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში" მიმდინარეობის შესახებ გაესაუბრა.
გამგეობის განმარტებით, პროექტის ფარგლებში უახლოეს მომავალში ხონში 4 პროექტის განხორციელება დაიწყება და ორგანიზაცია ჯამში 56 000 ლარს დახარჯავს.
პროექტები ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური თანამონაწილეობით ხორციელდება და მიზნად გრძელვადიანი სერვისების დანერგვას და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს. შეხვედრაზე, ორივე მხარის მიერ, სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.