ხონში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღნიშნეს. როგორც Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ქართული ჟურნალისტიკის დღე ძველი და ახალი თაობის ხონელ ჟურნალისტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
„ძვირფასო ჟურნალისტებო, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - ქართული ჟურნალისტიკის დღეს. შემთხვევით არ გიწოდებენ „მეოთე ხელისუფლებას“, თქვენ ქმნით და მართავთ საზოგადოებრივ აზრს. დიდია თქვენი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ინსტიტუტების წინაშე. გისურვებთ კარიერულ წინსვლას, სასიამოვნო რესპონდენტებსა და საინტერესო სამუშაო გარემოს. თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია და თქვენი პროფესიონალიზმი სამოქალაქო საზოგადოების, ხელისუფლების, ქვეყნის ძლიერების საწინდარია", განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ჯემალ მებუკემ.
გამგეობის ინფორმაციით, წელს გაზეთი „ხონი“ 85 წლის გახდა, რასაც ღონისძიებაზე ხაზი განსაკუთრებულად გაესვა. ფოტოგამოფენაზე, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის დღეს მიეძღვნა წარმოდგენილი იყო, როგორც იუბილარი გაზეთის ისტორიის ამსახველი მასალები, ასევე ხონელი ჟურნალისტების ფოტოები. თავად ჟურნალისტებმა შეკრებილ საზოგადოებას სიურპრიზი გაუკეთეს და თავი განსხვავებულ ამპლუაში, ვიდეოკლიპის საშუალებით წარუდგინეს. ღონისძიების დასასრულს სიმბოლური ტორტი უხუცესმა ჟურნალისტებმა, თინა ჭელიძემ და ჟემალ გორდულაძემ გაჭრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.