საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები განიხილეს. სხდომის მუდმივმოქმედ წევრებს თავდაცვის უწყებაში ოპტიმიზაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში ჩატარებულ რეფორმებზე ინფორმაცია მთავარმა მომხსენებელმა, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და თანამომხსენებელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიაწოდეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სხდომის დღის წესრიგში სხვა საკითხებს შორის, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველოს მონაწილეობაც იყო, სადაც თანამომხსენებლებად თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი გამოვიდნენ.
ლევან იზორია თანამომხსენებლის რანგში კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით წარსდგა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დავით დონდუასთან ერთად, საქართველო-ნატოს პარტნიორობის თემაზე ისაუბრა. მინისტრმა პარტნიორობის ფარგლებში, თავდაცვის სფეროში საქართველოს მხრიდან შესრულებულ ვალდებულებზე ისაუბრა და ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა.
ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რომელიც იქმნება საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.