საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები გამთენიისას სამჯერ დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი, სამივე შემთხვევაში, თბილისიდან 60კმ-ში, ქალაქი წალკას სამხრეთ-დასავლეთით 15კმ-ში, სოფელ ფარავნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ პირველ შემთხვევაში 3.7 მეორე შემთხვევაში 3.0 ხოლო მესამე შემთხვევაში 2.9 მაგნიტუდა შეადგინა.
ნგრევისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშა ბიძგები გუშინ 00:26 საათზე, თბილისიდან 59 კმ-ში, ქალაქ წალკას დასავლეთით 14 კმ-ში - სოფელ ოზნისთანაც დაფიქსირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.