თერჯოლის მუნიციპალიტეტში პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს" ახალი კამპანიის ფარგლებში, დასუფთავების აქცია გაიმართა. როგორც Guardian.ge-ს თერჯოლის გამგეობიდან აცნობეს, აქციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილიც შეუერთდნენ.
საჯარო მოხელეებმა თერჯოლის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია ეკალ–ბარდებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებმა ასევე მდინარეებისა და წყალსატევების ნაპირები დაასუფთავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.