ვინც „ასავალ-დასავალს“ დაუპირისპირდა, პოლიტიკური მოღვაწეობა ყველამ ძალიან მალე დაამთავრა! - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ისაუბრა.
„ის ამბავი, რომ თქვენ და თქვენს გაზეთს პრეს-კონფერენციაზე სიტყვის თქმის უფლება არ მისცეს, არ გამკვირვებია. ეს რა მოისმინა ჩემმა ყურებმა, მსგავსი რამ არც ჰიტლერისგან მსმენია, არც სადამ ჰუსეინისგან - ღარიბაშვილმა პირდაპირ მოუწოდა და უბრძანა თავის გუბერნატორს, რომ დაიჭიროს ჟურნალისტი!“ განუცხადა გამოცემას ნათელაშვილმა და დაამატა: „არ ვმალავ, გაზეთის პოლიტიკა გარკვეული ხნის განმავლობაში რაღაც მიზეზების გამო არ მომწონდა და ძალიან მიხარია, რომ „ასავალ-დასავალი“ უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას!“
როგორც ნათელაშვილი ამბობს, პრემიერ-მინისტრის პრეს-კონფერენციაზე „ასავალ-დასავალი“ იმიტომ დაიბლოკა, რომ მის ჟურნალისტს ღარიბაშვილისთვის „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეზე უნდა დაესვა შეკითხვა.
„სწორედ იმიტომ არ მიგაკარეს მიკროფონს და არ დაგასმევინეს კითხვა, რომ მამუკა ხაზარაძეს ყველა მთავრობასთან და მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთანაც, ჩემოდნებით აქვს მიტანილი ფული. ირაკლი ღრიბაშვილი და მამუკა ხაზარაძე არიან ბიზნესპარტნიორები!
როგორ ფიქრობთ, ვის აწყობს ჩემოდნებით ფულის მომტანზე აუგის თქმა თან ამოდენა აუდიტორიის წინაშე?! რა თქმა უნდა, არავის! ეს არ აწყობდა არც შევარდნაძის მთავრობას და არც სააკაშვილის მთავრობას, რადგან ვიმეორებ - მამუკა ხაზარაძეს ჩემოდნებით აქვს ყველასთან ფული მიტანილი!“ - აცხადებს ნათელაშვილი და იმ ბიზნესმენების გვარებს ასახელებს, რომელთაც მისი თქმით, ხაზარაძის მსგავსად ღარიბაშვილს დიდი ოდენობით ფული მიუტანეს.
„ხაზარაძის მსგავსად მოიქცა გილაური, ასე მოიქცა პაპუაშვილი და ასე მოიქცა ნოღაიდელი... ამათ ხელისუფალთა მოქრთამვის გზები დამხეცებული აქვთ!“ - განუცხადა ნათელაშვილმა „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს და განაგრძო: „თქვენ რა გგონიათ, წინ რომ დაუჯექით კოსტუმითა და ჰალსტუხით, ირაკლი ღარიბაშვილი ვერ ხვდებოდა, ვისზე ან რა თემაზე უნდა დაგესვათ შეკითხვა? რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდა, რადგან ლამის მთელმა ევროპამ გაიგო, რომ გაზეთ „ასავალ-დასავალსა“ და კრიმინალ-ბანკირ მამუკა ხაზარაძეს შორის ერთი წელია, დიდი ომია ატეხილი. პრეს-კონფერენციაზე თქვენი გაჩუმება და თქვენთვის სიტყვის არმოცემა გახლდათ პირდაპირ იმის აღიარება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მამუკა ხაზარაძესთან ბიზნესურთიერთობა აკავშირებს!“ - განაცხადა გაზეთთან საუბრისას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.