საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას სენატორ ლინდსი გრემთან შეხვდრა გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, მათ შორის, მიმდინარე წლის 7 მარტს სენატის ასიგნებების კომიტეტში საქართველოს შესახებ მოსმენის ინიცირებისთვის, სადაც აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მოხსენებით წარსდგა.
მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ლინცი გრემს, სენატორ მაკკეინთან ერთად 2017 წლის 1 იანვარს საქართველოში სტუმრობისთვის.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
სენატორის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთიანობისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.