ე.წ. ციანიდის საქმეზე კიდევ ერთი სასულიერო პირი - მამა დავით ჭინჭარაული დაკითხეს.
აღნიშნულის შესახებ „რუსთავი 2"-ს საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განუცხადა.
დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები სინოდის ყველა წევრის სასამართლო პროცესზე დაკითხვას ითხოვენ.
„სასულიერო პირები, მათ შორის, წმინდა სინოდის წევრებიც მზად არიან პროკურატურას მისცენ ჩვენება, მათთვის საინტერესო შეკითხვებთან დაკავშირებით, ამით ხელი არ ეშლება. ერთადერთი, ჩვენ რასაც მივუთითებდით მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს, რომ უშუალოდ ადვოკატს ანუ ადვოკატებს არ ჰქონდათ უფლება, რომ დაეკითხათ ეს სასულიერო პირები. თუ პროკურატურა მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში ისინი მზად არიან, რომ ამომწურავი და დასაბუთებული ჩვენება მისცენ,“ აცხადებს ედიშერ ქარჩავა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე ჭუაძე და მამა მიქაელ ბოტკოველი უკვე დაიკითხნენ.
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მამა მიქაელ ბოტკოველი, რომელმაც პატრიარქის მდივნის თამდებობა ცოტა ხნის წინათ დატოვა, აღნიშნულ თანამდებობაზე დაბრუნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.