ხონის საბავშვო ბიბლიოთეკაში ღონისძიება „იმოგზაურეთ წიგნებთან ერთად" გაიმართა.
„წიგნი, როგორც განათლების საფუძველი, კაცობრიობის ისტორია და ყველაზე დიდი მატიანე, წიგნიერება ეროვნული თვითმყოფადობისა და იდენტობის განმსაზღვრელი - საბავშვო ბიბლიოთეკის პატარა მკითხველებმა ღონისძიებაზე საინტერესო მოსაზრებები, ცნობილი გამონათქვამები, ლექსები მოიშველიეს და წიგნის როლზე, ფუნქციასა და დანიშნულებაზე ისაუბრეს და თანატოლებს მეტი კითხვისკენ მოუწოდეს", აღნიშნულია ხონის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი მანანა გოფიძე დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.