ცნობილი ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი, ჰოფმანი, გარდაცვლილი იპოვეს
03-02-2014, 02:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ფილიპ სეიმორ ჰოფმანი კვირას, 2 თებერვალს, თავის მანჰეტენის სახლში იპოვეს გარდაცვლილი.


46 წლის მსახიობის სიკვდილის მიზეზს ნიუ იორკის პოლიცია იძიებს.

 

ნიუ იორკ პოსტი იტყობინება, რომ ჰოფმანი მისი სახლის აბაზანაში იატაკზე იპოვეს გარდაცვლილი და სავარაუდოდ წამლის ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული.


ჰოფმანის გარდაცვალების თაობაზე მსოფლიოს სოციალური ქსელით, "თვითერით" ეუწყა. მას შემდეგ რაც მსახიობთან დაკავშირება ვერ შეძლო, შეწუხებული სცენარისტი, დევიდ კატცი, რომელთანაც ჰოფმანი ახლახან პროექტზე მუშაობდა, მასთან სახლში სტუმრად მივიდა და რადგანაც მას კარი არავინ გაუღო, გადაუდებელი დახმარების სამსახურს დაურეკა. სამაშველო ჯგუფს მსახიობი სახლში გარდაცვლილი დახვდა.


ნიუ იორკ თაიმსის ცნობით, მას მკლავში შპრიცი ჰქონდა გაჩხერილი და სავარაუდოდ ჰეროინის დიდი დოზის მიღებით იყო გარდაცვლილი.


ცნობილია, რომ ჰოფმანი 2013 წელს ცდილობდა თავი დაენებებინა წამლისთვის. აღსანიშნავია, რომ იგი წამლის დანებებას ადრეული ახალგაზრდობის ასაკშიც ცდილობდა და ეს შეძლო კიდეც და ამ მავნე ჩვევისთვის ხელახლა მიბრუნებამდე 23 წელი ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ გაკარებია, თუმცა საბოლოოდ იგი მაინც დაუბრუნდა ნარკოტიკების მოხმარებას და მისი მსხვერპლი აღმოჩნდა.


ინტერვიუებში მსახიობი აღიარებდა, რომ მას ალკოჰოლი და წამალი ძალიან უყვარდა.


ხმაურიანი მსახიობი ყველაზე უფრო მეტად ცნობილია ისეთ ფილმებში როლების ჩინებულად შესრულებით, როგორიცაა: "ოსტატი", "ეჭვი", "ჩარლ უილსონის ომი", "ჯარისკაცის პიჯაკი". ამ უკანასკნელში როლის შესრულებისთვის იგი 2005 წელს, როგორც საუკეთესო მსახიობი, ოსკარით დაჯილდოვდა.


ჰოფმანს მისი ცხოვრების ხანგრძლივი პარტნიორის მიმი ო"დონელისაგან 3 შვილი დარჩა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი