ბიძინა ივანიშვილი: “ფეისბუქში” წამიკითხავს, რომ მინისტრისთვის 5 ათასი ლარი რა ამბავია, პენსია როდესაც ასე დაბალია
30-03-2015, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, “საზოგადოება 2030″-ის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 5 ათასი ლარი არის ის მინიმუმი, რითაც შეიძლება დღეს საქართველოში კარგი მინისტრი დაიქირავო. ივანიშვილი “ფეისბუქზე” მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებს, რომ 5 ათასი ლარი დიდი თანხაა, მაშინ, როცა პენსიები დაბალია, არ ეთანხმება. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “კვირის 2030″-ში განაცხადა.

 
ექს-პრემიერმა მთავრობის წევრების ხელფასებსა და პრემიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ამ მხრივ მთავრობამ მოახერხა რაღაც კონდინციამდე მისვლა”. “თუმცა ეს კონტროლი უნდა გაგრძელდეს და თვალი არ უნდა მოვხუჭოთ. ესაა ჩვენი, საზოგადოების როლი, რომ კონტროლის მექანიზმი არ უნდა მოსუსტდეს. მაგრამ არც აქ უნდა გადავაჭარბოით. 5 ათას ლარზე დაიყვანეს მინისტრების ხელფასები, პრემიების რაოდენობა მახსოვს ჩემს დროსაც. 5 ათასი ლარი არის ის მინიმუმი, რითაც შეიძლება დღეს საქართველოში კარგი სპეციალისტი დაიქირავო, მხედველობაში მაქვს მინისტრი. ჩვენ გვინდა დარგები განვითარდეს, შედეგები მივიღოთ და აუცილებლად ვსაჭიროებთ კვალიფიციურ სპეციალისტებს, ამ დროს გადახდაზეც უნდა შევთანხმდეთ, ის, რაც აუცილებელია და სავალდებულოა, კარგ სპეციალისტს უნდა გადაეხადოს.

 
“ფეისბუქში” წამიკითხავს, რომ 5 ათასი ლარი რა ამბავია, პენსია როდესაც ამდენია. მე კარგად მესმის, რომ პენსია დაბალია და საზოგადოება არის ძალიან ღარიბი, მაგრამ თუ გვინდა ამას თავი დავაღწიოთ, პროფესიონალებს უნდა გადავუხადოთ. ამით მომავალში პენსიებიც გაიზრდება და ეფექტურობაც ამაღლდება”, -განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი