„მე ვფიქრობ ყველაფერი ხდება ღვთის განგებით და ღვთის ნებით. საოცარია, რომ პირველად შეიძლება ეკლესიის ისტორიაში სახელმწიფო აღნიშნავს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას", აღნიშნული განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა.
უწმინდესმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„ავტოკეფალია ეს არის დიდი მონაპოვარი, დიდი ძალა, რომელიც ეძლევა ამა თუ იმ ერს და მეხუთე საუკუნეში, როცა ვახტანგ გორგასალმა მოიპოვა ავტოკეფალია, ეს იყო დასაწყისი ამ დიდი მადლისა. ავტოკეფალია ეს არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის დიდი ძალა, დიდი მადლი. ვინ ვიქნებოდით ჩვენ ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო? ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა, ჩვენი ეკლესია და ჩვენ ვმადლობთ უფალს. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით დიდი მამების წინაშე - კირიონის, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკის, ეფრემის, დავითის და სხვა წმინდა მამების წინაშე. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, რომელიც დღეს აქ ბრძანდებით და აღნიშნავთ ავტოკეფალიის აღდგენის ასი წლისთავს“, განაცხადა ილია მეორემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.