ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშზე, ქართველ ფეხბურთელებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა უგულშემატკივრეს. საქართველოსა და სერბეთის ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები მწვანე მინდორზე პატარების თანხლებით გამოვიდნენ და ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნებს ერთად მოუსმინეს.
თამაშის გახსნის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ქომაგობა ბავშვებმა ტრიბუნიდან განაგრძეს. გმირი სამხედროების შვილებთან ერთად მატჩზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდნენ.
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშზე აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების შვილების დასწრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.