საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბელგიის სამეფოში ვიზიტისას ბრიუსელის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრი სიტყვით გამოვა მე-6 პლენარულ სესიაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის თემატიკას დაეთმობა. ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევების შესახებ.
სესიის დასრულების შემდეგ დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა აშშ-ის სენატორთან, ჯონ მაკკეინთან. ბრიუსელის ყოველწლიურ კონფერენციას აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები ესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.