ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საავტომობილო გზის აღდგენის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ Guardian.ge-ს ზესტაფონის გამგეობიდან აცნობეს.
გამგეობის ინფორმაციით, გზის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 5 468 323 ლარს შეადგენს.
„პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია 15 კმ – მდე გზის კეთილმოწყობა. მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების გაწმენდა, გზის ზედაპირის აღდგენა არმირებული ბეტონის საფარით, მდინარე ყვირილაზე არსებული ხიდის ასფალტო – ბეტონის საფარით მოწყობა, დაზიანებული მოაჯირების განახლება, საგზაო ნიშნების მოწყობა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 6 სოფლის 1500 ოჯახი შეძლებს", აცხადებენ ზესტაფონის გამგეობაში.
როდინაულის გზის მშენებლობის სამუშაოები მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მაღრაძემ ზედამხედველობის სამსახურთან ერთად დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.